Tuesday, June 1, 2010

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. 1950 წლიდან ყოველწლიურად, 1-ელ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისთვის.
მინდა მსოფლიოს ყველა პატარას მიულოცო ეს დღე და უსურვო უდარდელი ბავშობა.

პირველი ქართული მოდის კვირეული


2010 წელი როგორც ჩანს საკმაოდ წარმატებული აგმოჩნდა ქართული მოდისთვის,რადგანაც პირველად ჩატარდა ქართული მოდის კვირეული ეგრეთ წოდებული "georgian fashion week",სადაც ქართველმა დიზაინერებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს.
პირველი მოდის კვირეული 1943 წელს ნიუ იორკში გაიმართა.და აი, 66 წლის შემდეგ თბილისშიც ჩარდა იგი :) პირველი, მასშტაბური ,გემოვნებიანი და ლიცენზირებული.
ეს პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა,ამიტომაც მოჰყვა დიდი გამოხმაურება არა მარტო ქართული მედიის მიერ არამედ ევროპელი ჯურნალისტებიც მრავლად იყვნენ ჩაწერილები და თითოეულ ჩვენებასყურადღებით ადევნებდნენ თვალს.
რაც შეეხება ჩვენებებს, საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამა მოეწყო მოდის მოყვარულებსთვის. ორგანიზატორები ტანსაცმელთან ერთად ფეხსაცმლის ჩვენებესაც თავაზობდნენ ხალხს.

პროექტი სახელწოდებით „საკოლო გამოფენა“



სკოლაში დაგეგმილია ჩატარდეს მოსწავლეთა გამოფენა.ეს არის სკოლის სასწავლო პროექტი,რომელსაც ხელმძღვანელობს ამავე სკოლის ხელოვნების მასწავლებელი . ეს პროექტი,რომ ორგანიზებულად ჩატარდეს და სრულყოფილი სახე ჰქონდეს საჭიროა მისი წინასწარ დაგეგმვა, დირექტორის მიერ ამ პროექტის დამტიცება და შემდეგ ბავშვებისთვის გაცნოება.

სკოლის ყველა მოსწავლეს მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით შეუძლია გამოფენაში მონაწილეობის მიღება. სკოლის საიტზე შეიქმნება სპეციალური გვერდი,რომელიც დაეთმობა გამოფენისთვის მზადებას.იმ მოსწავლეებს ვისაც სურვილი აქვს გამოფენაში მონაწილეობა მიიღოს ამისთვის უნდა შევიდეს სკოლის საიტზე და გაიაროს რეგისტრაცია,თუ მანამდე არ აქვს გავლილი, შემდეგ მათ უფლება ეძლევათ ატვირთონ თავინთი ნამუშევარი ციფრული სურათის სახით სპეციალურად გამოყოფილ გვერდზე.აუცილებელია ნაშრომის ავტორმა კომენტარი გაუკეთოს თუ რითაა გამორჩეული თავისი შემოქმედებითი ნიმუში.ბავშვებს ამ ყველაფრის მოსამზადებლად ეძლევა მხოლოდ ერთი კვირა.

ერთი კვირის შემდეგ,როდესაც დამთვარდება გამოფენის მასალების მიღება.ხელოვნების მასწავლებელი არჩევს საუკეთესო ნამუშევრებს,რომლებმაც შეიძლება დაამშვენოს გამოფენა.იგი უკავშირდება ყველა მოწონებული ნამუშევრის ავტორებს,რომელთაც უკვე სკოლაში მოაქვთ თავიანთი ხელით შექმნილი ნახატი თუ ნებისმიერი ხელოვნების ნიმუში და თავად ეძლევათ უფლება მონაწილეობა მიიღონ გამოფენის ორგანიზებაში.

მოსწავლეთა გამოფენა ჩატარდება საქტო დარბაზში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მივიდეს და შეაფასოს ბავშვების ნამუშევრები.დასასრულს დირექტორი სიურპრიზს უკეთებს მონაწილეებს,რაც მდგომარეობს შემდეგში.ყველა მონაწილე ხელოვნების მასწავლებელთან ერთად მიდის ერთ დღიან ექკურსიაზე წინანდალში,სადაც აგრეთვე არის დალის გამოფენა.ტრანსპორტის გადასახდს თუ ნებისმიერ სხვა ხარჯს გამოყოფს სკოლის ბიუჯეტი.

ეს პროექტი გათვლილია სკოლის მოსწავლეთა იმ ნაწილზე,რომლებიც დაინტერესებულები არიან ხელოვნებით.ხოლო წამახალისებელი პრიზით წახალისებული ბავშვები შემდგომ ამდაგვარ გამოფენას უფრო დიდი გულისყურით მოეკიდებიან და მსურველის რიცხვიც გაიზრდება.

სოციალური გამოკითხვა









ერთ-ერთ ლექციის მსვლელობის დროს,ლექტორისგან მივიგეთ დავალება.რის მიხედვითაც დავიყავით ჯგუფებად და ჩავატარეთ მცირე სოციალური გამოკითხვა.ჩვენი თემა იყო სასმელები.უნდა დაგვედგინა თუ რას ანიჩებდა უპირატესობას ხალხი:გაზიან სასმელს,ხილის წვენებს,სახლში დამზადებულ კომპოტებს და ასე შემდეგ.ამასთანავე უნდა დაგვედგინა ემხრობოდნენ თუ არა მოსაზრებას "რაც უფრო დზვირია ,მით უკეთესია".
სოციალური გამოკიტხვის შედეგებმა გვიჩვენა ,რომ გამოკიტხული საზოგადოების ძირითადი ნაწილი კერძოდ 80 % გაზიან სასმელებს სვავს , ეს ალბათ იმიტომ რომ გამოკითხულთა უმრავლოსობა ახალგაზრდებს შეადგენდა და ამდენივე პროცენტმა აგნიშნა რომ ძვირიანი სასმელი ძირითადად საუკეთესო ხარისხის მაჩვენებელია.
P.S აქვე მინდა ავღნიშნო რომ როდესაც მე მომართავდნენ სოციალური გამოკითხვისდან ყოველთვის გაურბოდი კითხვების დასმას.იმის მერე რაც საკუთარ თავზე გამოვცადე ყველაფერი,გავიგე ამ ყველაფრის ფასი და ამის მერე პტიოსნად ვპასუხობ ყველა გამოკიტხვის შეკიტხვას :)


ჩემი სახელი მსოფლიოში












ეს იყო ის ჩვენი პირველი ლექცია , რომელიც სააზროვნოც იყო და სახალისოც.
იგი მდგომარეობდა შემდგომში:თითოეულს უნდა დაეწერა თავის სახელი და მისი ისტორია,თან უნდა შეეფანებინა თავისი თავი მისივი სხეში არსებული ასოებით.უფრო მარტივად რომ ავხნა მე გაჩვენებთ ჩემს მაგალითს თუ როგორ დავახასიათე ჩემი თავი.დანარჩენი კი თქვენ იცით :)

თ – ამამი

ა – აზარტული

მ – ამაცი

ა – ქტიური

რ – ისკიანი

ი – ნტერესიანი

Monday, May 3, 2010

რა მომწონს ან რა მინდა შეიცვალოს ლექციაზე

მე ძალიან მომწონს ეს ლექცია , იმიტომ რომ თითოეული სტუდენტი აქტიურადაა ჩართული თავის საქმიანობაში. ყველა ლექცია განსხვავებული,სახალისო და საინტერესოა. ერთადერთი რასაც შევცვლიდი ეს დროა. თუ ლექცია დაიწყებოდა პირველ საათზე 4საათიანი შუალედი არ მექნებოდა და ვფიქრობ ჩემი დასწრებაც სრულყოფილი იქნებოდა.