Tuesday, June 1, 2010

პროექტი სახელწოდებით „საკოლო გამოფენა“



სკოლაში დაგეგმილია ჩატარდეს მოსწავლეთა გამოფენა.ეს არის სკოლის სასწავლო პროექტი,რომელსაც ხელმძღვანელობს ამავე სკოლის ხელოვნების მასწავლებელი . ეს პროექტი,რომ ორგანიზებულად ჩატარდეს და სრულყოფილი სახე ჰქონდეს საჭიროა მისი წინასწარ დაგეგმვა, დირექტორის მიერ ამ პროექტის დამტიცება და შემდეგ ბავშვებისთვის გაცნოება.

სკოლის ყველა მოსწავლეს მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით შეუძლია გამოფენაში მონაწილეობის მიღება. სკოლის საიტზე შეიქმნება სპეციალური გვერდი,რომელიც დაეთმობა გამოფენისთვის მზადებას.იმ მოსწავლეებს ვისაც სურვილი აქვს გამოფენაში მონაწილეობა მიიღოს ამისთვის უნდა შევიდეს სკოლის საიტზე და გაიაროს რეგისტრაცია,თუ მანამდე არ აქვს გავლილი, შემდეგ მათ უფლება ეძლევათ ატვირთონ თავინთი ნამუშევარი ციფრული სურათის სახით სპეციალურად გამოყოფილ გვერდზე.აუცილებელია ნაშრომის ავტორმა კომენტარი გაუკეთოს თუ რითაა გამორჩეული თავისი შემოქმედებითი ნიმუში.ბავშვებს ამ ყველაფრის მოსამზადებლად ეძლევა მხოლოდ ერთი კვირა.

ერთი კვირის შემდეგ,როდესაც დამთვარდება გამოფენის მასალების მიღება.ხელოვნების მასწავლებელი არჩევს საუკეთესო ნამუშევრებს,რომლებმაც შეიძლება დაამშვენოს გამოფენა.იგი უკავშირდება ყველა მოწონებული ნამუშევრის ავტორებს,რომელთაც უკვე სკოლაში მოაქვთ თავიანთი ხელით შექმნილი ნახატი თუ ნებისმიერი ხელოვნების ნიმუში და თავად ეძლევათ უფლება მონაწილეობა მიიღონ გამოფენის ორგანიზებაში.

მოსწავლეთა გამოფენა ჩატარდება საქტო დარბაზში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მივიდეს და შეაფასოს ბავშვების ნამუშევრები.დასასრულს დირექტორი სიურპრიზს უკეთებს მონაწილეებს,რაც მდგომარეობს შემდეგში.ყველა მონაწილე ხელოვნების მასწავლებელთან ერთად მიდის ერთ დღიან ექკურსიაზე წინანდალში,სადაც აგრეთვე არის დალის გამოფენა.ტრანსპორტის გადასახდს თუ ნებისმიერ სხვა ხარჯს გამოყოფს სკოლის ბიუჯეტი.

ეს პროექტი გათვლილია სკოლის მოსწავლეთა იმ ნაწილზე,რომლებიც დაინტერესებულები არიან ხელოვნებით.ხოლო წამახალისებელი პრიზით წახალისებული ბავშვები შემდგომ ამდაგვარ გამოფენას უფრო დიდი გულისყურით მოეკიდებიან და მსურველის რიცხვიც გაიზრდება.

No comments:

Post a Comment